“სამი შეფუთული ქალი ვეხვეწებით 3 დღეა… ვერ გავაგებინეთ ვერაფერი”

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ქობულეთის ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელზე წერს. როგორც ის ამბობს, ამ აფთიაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი პირი მუშაობს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„კოვიდის ახალი შტამით კვდებიან ორსულები, ახალგაზრდები. ესაა ახლა სიმართლე. სასტიკად ვისაც ეჩვენება – აიცრას. „ხალხს ნუ აპანიკებთ” ვინმემ არ მომწეროს რა აქ. ნაჯახივით უნდა აჯახო ადამიანებს სიმართლე. სხვა გზა არაა. ქობულეთში, აფთიაქში დგას ქალი, ემსახურება უამრავ ადამიანს და სამი შეფუთული ქალი ვეხვეწებით 3 დღეა აიცრას და ვერ გავაგებინეთ ვერაფერი – იღიმის და ჩუმადაა. არ დავცინით, არ ვეჩხუბებით, უბრალოდ ვეხვეწებით და ვუხსნით. არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია გარდაცვლილებზე დავიწყოთ ლაპარაკი. ვინ იყვნენ ისინი, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ არ აიცრნენ და მერე როგორ ნანობდნენ ამას სიკვდილის წინ”, – წერს ვიკა ბუკია.

ასევე იხილეთ