„მეისპო თქვენი დახეულჩოხიანი თავი, თვითმფრინავი რომ ძრავას ჩართავს, იმ წუთიდან რომ „კარენოი“ ევროპელები ხართ“

სამოქალაქო ატივისტი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

„ავღანეთის აეროპორტის ვიდეოა გაზიარებული, ტირილი, ჭყლეტა, ქალები, ბავშვები… გარბიან და ქართველი ემიგრანტების კომენტარები… აქ რას მოეთრევიან ( ევროპა, ამერიკა), აზიურმა ქვეყნებმა შეიფარონ, აქ არ გვჭირდებიან, წაგვლეკესო…”თქვენ ჩასკდით“, თქვენ “რად არ წახვედით” ირანში და ჩინეთში?… ააა, უფლებები გინდათ ფულთან ერთად? კაი კაცოოო.. .

მეისპო თქვენი სარსგადაგებულიდახეულჩოხიანი და ცალჩექმიანი” თავი, თვითმფრინავი რომ ძრავას ჩართავს, იმ წუთიდან რომ “კარენოი” ევროპელები ხართ. (დალოცოს კლდიაშვილი, იმაზე უკეთესად არავის დაუნახია ჩვენი უბედურება)”.

ცნობისთვის, თალიბანის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დაკავების შემდეგ, ავღანეთის მთავრობა ქვეყნიდან გაიქცა, ავღანეთში დაძაბული ვითარებაა, ქაბულიდან ხალხი მასიურად გარბის.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული, რა დროსაც ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.

ასევე იხილეთ