“მალე ქორწილიც გვექნება“ – რას წერს პაატა ბურჭულაძე?

ქართველი ოპერის მომღერალი, პოლიტიკოსი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ფონდ „იავნანას“ შვილობილმა ცხოვრების მეგზური იპოვა და დაინიშნა.

„ესეც ასე!

ფონდ იავნანას შვილობილი, ჩვენი პატარა დიტუნია უკვე დიდი კაცი გახდა, დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება.

ჩვენი პატარძალი ვიკა ბერიანიძეა“,- წერს ბურჭულაძე.

პაატა მეგობრებისგან მილოცვებსაც იღებს:

გილოცავთ, იხარონ, იმრავლონ, იბედნიერონ“

„გილოცავთ ბატონო პაატა! იხარონ და იბედნიერონ“

„ბედნიერები ყოფილიყვნენ“,- უწერენ კომენტარებში.

ასევე იხილეთ