“ივანიშვილს რომ არ მოენდომებინა, ის მანიაკი დღესაც იქნებოდა ქვეყნის სათავეში”

დავით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სააკაშვილი: ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდათ – ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს.

* * *
აი, ამ შეურაცხადს რა კომენტარი უნდა გავუკეთო, აზრზე არა ვარ.
მაინც შევეცდები:

პატარა კითხვა მაქვს, რაში სჭირდება ივანიშვილს ხალხის დახოცვა?
რაღაც მიზანს ხომ უნდა ემსახურებოდეს ასეთი გენოციდი, არა?

ვთქვათ და დახოცა, მერე ამდენ ხალხს დაკრძალვა არ უნდა? აბა, დახოცილებს მიწის ზემოთ, ლენინივით, ხომ არ დატოვებს? ბოლო-ბოლო მიშა კი არ არის, რომელმაც დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა.

მოკლედ
მანიაკ სააკაშვილს ყველა თავისნაირი მანიაკი ჰგონია.
ამას ფსიქოლოგიაში ჰქვია “პროექცია”.

* * *

მე არ ვიცი ყველა დეტალი, თუ რამ აიძულა ივანიშვილი 9 წლის წინ მიშა რომ გაეგდო, მაგრამ მე მიხარია, რომ მას ეს მოუნდა და, ჩვენი დახმარებით (with a little help) გააკეთა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მილიარდერისა და ღატაკის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა.

და ივანიშვილს რომ არ მოენდომებინა, ის მანიაკი დღესაც იქნებოდა ქვეყნის სათავეში.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქვეყანა უკვე აღარ იარსებებდა.”

ასევე იხილეთ