“ხალხო, მოეშვით ერთმანეთის გლეჯას!”

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანს კორონას გარდა სხვა ბევრი რამ კლავს, მაგ: ერთმანეთის გლეჯა და ერთმანეთის წამოკიდება.

მისი სურვილია ადამიანებმა ერთმანეთზე იზრუნონ და გადაარჩინონ სიცოცხლე.

„ხალხო, მოეშვით ერთმანეთის გლეჯას!

ჩასაფრებული მტაცებლებივით დაძრწიან ზოგიერთები ამ ფბზე იქნებ ვინმე საკბილოს გამოკრან ხელი, იქნებ ვინმე რამე სიტყვაზე წამოიკიდონ უშნო „ძველი ბიჭებივით“.

დაიმშვიდეთ ნერვები და გაუფრთხილდით ერთმანეთის სიცოცხლეს. მხოლოდ კორონა არ კლავს ადამიანს, თქვენნაირი ჩასაფრებულების ლანძღვა და წასევაც კლავს…“ – წერს ჟურნალისტი.

აღნიშნული პოსტის ქვეშ მაკა წერს: „აღარ მაქვს არავისთან კამათის თავი. აღარც ხუმრობა ესმის ამ ხალხს, აღარც სარკაზმი აღარც არაფერი. სადმე რამეს დაწერ თუნდაც ხუმრობით „დასქრინავენ“ და დაათრევენ ან მოკრავენ ყურს რამეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილად აფრიალებენ ლანძღვა გინებით. აი ამას რა აცრა ან არ აცრა უშველის?“

ასევე იხილეთ