“შემიძლია სასწრაფო დახმარების გადაღლილ მძღოლებს ჩავენეცვლო…” – კაცი, რომელიც ადამიანებს უანგარო დახმარებას სთავაზობს

სოციალურ ქსელში, მოქალაქე, უშანგი ფუტკარაძე ადამიანებს უანგარო დახმარებას სთავაზობს:
“გთხოვთ ყველა ფეის მეგობარმა წაიკითხოთ და გაიზიაროთ:
მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ.
მოგმართავთ მედ ცენტრებს:
მაქვს მე-2 კატეგორიის მართვის მოწმობა. შემიძლია სასწრაფო დახმარების მანქანებზე გადაღლილ მძღოლებს ჩავანეცვლო კვირაში 1 დღე ღამე სრულიად უფასოდ. მედიცინაში მინიმუმს ვერკვევი.
უხილავი მტრის გააქტიურებას ყველა ჩვენთაგანმა ერთად დგომით უნდა ვებრძოლოთ.
ქ ბათუმის ქალაქის ტერიტორიაზე. ყოველ შაბათ—-კვირას შემიძლია დავეხმარო სრულიად უფასოდ ტრანსპორტით გადაადგილებაში, იმ ადამიანებს ვინც აცრაზე ვერ მიდის ტაქსით ეკონომიკური საშუალების გამო ან ტრანსპორტის არ ქონის გამო.
შემიძლია შაბათ-კვირას იმ ადამიანებს მოვემსახურო ტრანსპორტით, უფასოდ ანუ მივაწოდო წამლები, ვინც სასტუმროშია და არავინ ყავს დასახმარებლად .
გისურვებთ ჯანმრთელობას.
+995 558 944 944 უშანგი
უფალი იყოს ჩვენი მფარველი”

ასევე იხილეთ