“ერთი თვის წინ შევხვდი ანჩისხატის ტაძარში… ძალიან მომენატრები…“

მამა შალვა კეკელია ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზი აკაკის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ირკვევა, დეკანოზი მამა შალვას ლექტორი იყო.

„ჩემი უსაყვარლესი ლექტორი, ღმერთმა გაცხონოს მამა აკაკი. ერთი თვის წინ შევხვდი ანჩისხატის ტაძარში, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, დამარიგა, მითხრა: „მღვდლებს ადამიანის სულების გადარჩენა გვევალებაო, უკან არასოდეს დაიხიოო, ბევრი ადამიანი შემოგვყურებს მღვდლებსო, სამაგალითონი უნდა ვიყოთ ყველაფერში და ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ, რაც არ უნდა დაგაბრალონ შენ მაინც ღვთისმსახურად უნდა დარჩეო”… და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ ძალიან მომენატრები“, – წერს მოძღვარი.

ასევე იხილეთ