“რაო, გია სურამელაშვილი არაა ,,მოწყვლადი“, არ გააჩნია უფლებები და არ სჭირდება დაცვა?”

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გია სურამელაშვილი აცრილა და დაათრევენ მის ფოტოს კედელ-კედელ, როგორ არ დასცინიან და რა შეურაცხყოფას აღარ აყენებენ.

მე კიდევ წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს ამ კითხვის დასმა – სად ხართ მარაქაში გარეულო ქაჯებო, სიბერეში რომ ,,გაიზარდეთ“ და გონს მოეგეთ თურმე (აქ გული მიმდის სიცილისგან), რაო, გია სურამელაშვილი არაა ,,მოწყვლადი“, არ გააჩნია უფლებები და არ სჭირდება დაცვა?

თქვენს სათუთ და კაცთმოყვარე გულებს არ ეხება მისი თრევა? მე კი ვიცი, რაც ხდება თქვენ გოიმ ტვინებში, სხვამაც იცის, მაგრამ მაინც ჩაგხედავდით თვალებში”

ასევე იხილეთ