ჭოლა ბაბუა გახდა – რა დაარქვა რეჟისორის ერთადერთმა ქალიშვილმა შვილს?

მარჯანიშვილი თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან წულაძე და მსახიობი მანანა კოზაკოვა ბებია-ბაბუა გახდნენ. 

26 აგვისტოს, გვიან ღამით, მათ ერთადერთ ქალიშვილს, სუხიშვილების მოცეკვავეს, თინათინ წულაძეს შვილი შეეძინა. პატარა ბიჭუნას შეძენას მშობლებსაც და ბებია-ბაბუასაც უამრავი ადამიანი ულოცავს სოციალური ქსელის საშუალებით.

დაიბადა პატარა ანდრია, რომლის ამქვეყნად მოვლინებას სოციალურ ქსელში მილოცვები და ჟრიამული მოჰყვა.

თინათინი 2019 წელს დაქორწინდა, მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილია.

თინათინი ძალიან აქტიური ორსული იყო. ხშირად დებდა ცეკვის ვიდეოებს, ზღვაზე ისვენებდა და ელოდა პატარას დაბადებას, რომელიც ოჯახი თითოეული წევრის ცხოვრებას შეცვლის.

ასევე იხილეთ