“დღეს მითხრეს, რომ მამა აღარ მყავს… თავს არ ვგრძნობ კარგადო, მისი კოლეგები ავარდნენ, მაგრამ…” – ცნობილი ექიმი უცაბედად გარდაიცვალა

სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილი ექიმი, გოჩა ჩხიკვაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი, გვანცა ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს მითხრეს, რომ მამა აღარ მყავს. ჩემი ბუნჩულა მამა. პირველად უთქვამს თავის ცხოვრებაში,  თავს არ ვგრძნობ კარგადო, წნევა გაუზომეს, დაბალი იყო, მანქანაში ჩაჯდა და იქვე, ერთი ამოისუნთქა ერთხელ და სხივივით გაქრა… ბავშვობაში სულ მიყვებოდა, ბერები და წმინდანები როგორ უცებ მიდიან, ერთი ცხენზე იჯდა, მიდიოდა და უცებ მოკვდაო… მერე იქ სასწრაფო გააგზავნეს, მერე მისი კოლეგები ავარდნენ, მაგრამ სხივივით გაქრა….
ბედნიერად იმოგზაურე, მა. მადლობა, რომ ამ ცხოვრებაში შემხვდი, გამიცანი და 33 წელი მაჩუქე. 15 წლისამ ამერიკის საელჩოში შემყევი და იქ გკითხეს, ნამდვილად თანახმა ხარ, რომ გაუშვა შვილი, ის შეიძლება ვეღარასდროს ნახოო. ღრმად ჩაფიქრდი და დააყოვნე პასუხი და მერე მოწყენილმა უთხარი თანხმობა. მაგრამ მას მერე ხშირად გნახე… ჩემთან ჩამოხვედი და ჩემი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან ერთად გალაზე ბევრი ვიცეკვეთ.
ალბათ დაიღალე, მამა, ასე თავგანწირვით, ასე ყველას სიცოცხლის გადასარჩენათ.
რამხელა გეგმები გქონდა წინ. ყველაზე მოხუცი ამერიკელი რეზიდენტი ექიმი უნდა გამხდარიყავი.
მე შენს სახელზე შევქმნი რაიმეს, რომ სხვებს დავეხმაროთ და სხვები გახდნენ შენი სახელით რეზიდენტები. სხვა შვილებმა რომ წაიყვანონ მამა და ყოველ წელს შეუმოწმონ, გაასინჯონ, ხომ ყველაფერი რიგზეა. უცებ გაქრი, რომ წასვლა ვერ გავიგოთ და გაოგნებული დავრჩეთ.
ეს ნახტომი და საოცარი ილეთი გააკეთე.შენ ჩემში ცხოვრობ და შენ ყველას გოჩუნა, გოჩიტო ხარ!”.
ასევე იხილეთ