მერაბ სეფაშვილი აიცრა

მომღერალი მერაბ სეფაშვილი პფაიზერის მეორე დოზით აიცრა და ის ახლა სრულად ვაქცინირებულია.

ვაქცინის გაკეთების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ცნობისთვის, მომღერალი მერაბ სეფაშვილი კორონავირუსით უკვე იყო ინფიცირებული. ის 3 მაისს განიკურნა. მან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან, ლევან რატიანთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:

მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი მადლობა ლევან“, – წერდა სეფაშვილი.

ასევე იხილეთ