“ცოტნეს ირგვლივ ამჟამად საჭიროა სტაბილური და მშვიდი გარემო, არც ჭორების და მითქმა-მოთქმის ღრუბლებია სიკეთის მომტანი”

ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდია ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს.

“სანამ ესეთ სისულელეს დაწერთ,რომ მეუღლეს ქმართან არაფერი არ ესაქმება,თითქოს ვინმემ ეს თქვა, შედეგებზე არ ფიქრობთ? შედეგებზე რომ იფიქრო თუმცა,ნამუსიც უნდა გქონდეს ამ დროს..მოგიწევთ ამაზე განმარტებების მიცემა,თქვენივე ყვითელი პრესის ფურცლებზე.” (ციტატის დასასრული)

რაც შეეხება ცოტნეს მდგომარეობას: აჯიბადემის კლინიკაში რეანიმაციული ღონიძიებების დამთავრების შემდეგ, საკითხი დადგა ევროპაში ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციოდ გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ 19-თან დაკავშირებულ საჰაერო მიმოსვლის შეფერხებას, რის გამოც ა.წ. პირველი აპრილიდან ცოტნე გადაყვანილ იქნა იელოვას სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს იყო ერთადერთი სარეაბილიტაციო კლინიკა, რომელშიც შესაძლებელი გახდა ცოტნეს გადაყვანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. აღნიშნულ კლინიკაში ცოტნეს დაეწყო აქტიური სარეაბილიტაციო მკურნალობა: ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, მასაჟები, ელექტრომაგნიტური პროცედურები, რის შემდეგაც მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა – შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა, სპეციალიზებული რობოტით სიარული, თხევადი საკვების მიღება. სამწუხაროდ, მკურნალობის შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც საჭიროებს ცოტნე, ზემოთ აღნიშნული კლინიკა არაა საკმარისად სპეციალიზებული (ეტაპი, აქტიური ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებთან ერთად, მოიცავს აქტიურ კოგნიტიურ თერაპიას, ტვინის სტიმულაციას, ტრაქეოსტომის, გასტროსტომისა და ცისტოსტომის დახურვას, ე.წ. ლაპარაკის თერაპიას…). აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება მისი გადაყვანა ევროპაში, თუმცა ჯერჯერობით დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ამ ყველაფერზე ბოლომდე საქმის კურსშია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ნურავინ მოგატყუებთ, რომ “არავინ არაფერი არ იცის”.

რამდენადაც მდგომარეობა მაინც საკმაოდ მყიფეა, ცოტნეს ირგვლივ ამჟამად საჭიროა სტაბილური და მშვიდი გარემო. მე რყევების და ინტერვენციების საჭიროებას ვერ ვხედავ. არც ჭორების და მითქმა-მოთქმის ღრუბლებია სიკეთის მომტანი” – წერს გამსახურდია

ასევე იხილეთ