ბოლივუდის პოპულარული მსახიობი 40 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

მუმბაიში 40 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპულარული ინდური ტელე და კინოს მსახიობი სიდჰარტ შუკლა – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა კუპერის საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით წერს, ის უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, მაგრამ ინდური პრესა იტყობინება, რომ მსახიობი გულის შეტევას ემსხვერპლა.

შუკლას კოლეგებმა სატელევიზიო და კინოინდუსტრიიდან პატივი მიაგეს და მწუხარება გამოხატეს მისი გარდაცვალების გამო.

შუკლა არაერთ ჰიტ სატელევიზიო შოუებში და “ბოლივუდის” ფილმებში იღებდა მონაწილეობას.

ასევე იხილეთ