“ბავშვებს მამა სჭირდებათ, ადამიანებად დავრჩეთ. დაუნდობლობა საშინელებაა…”

ტელეწამყვანი ვახო სანაია ლევან ვასაძის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.

ლევან ვასაძის განცხადებით, კიდევ ერთი დიაგნოზი, მრავალჯერადი მიელომა დაუდგინდა და უკვე ორი თვეა, რაც მისი მკურნალობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორივე დიაგნოზის დადგენის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა.
ვახო სანაია წერს:

“ლევან ვასაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ !

როცა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რომელიც შვილების მამაა, ქმარია და უბრალოდ, ადამიანია, ასეთ დროს ყველა უნდა გაჩერდეს და დიდ ხანს სიცოცხლე უსურვოს.

მე ასე მასწავლეს და სხვანაირად არც შემიძლია. ბავშვებს მამა სჭირდებათ, ცოლს-ქმარი და ასე შემდეგ. მე მაქვს მის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ადამიანებად დავრჩეთ. არაა საჭირო ცუდი კომენტარები. რამდენიმე ადგილზე წავიკითხე და გული დამწყდა. დაუნდობლობა საშინელებაა”,- წერს ვახო სანაია.

ასევე იხილეთ