“დღეს რომ გოგი ცოცხალი ყოფილიყო….. სულ სხვანაირი საქართველო იქნებოდა”

მომღერალი და ექიმი ლაშა ღლონტი გოგი დოლიძეს დაბადების დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „დღეს რომ გოგი ცოცხალი ყოფილიყო….. სულ სხვანაირი საქართველო იქნებოდა….“.

მომღერალი წერს, რომ გოგის სიმღერის მანერა და ზოგადად ქართული ქალაქური სიმღერა, როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მუსიკალურ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს.

„დღეს დაიბადა ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი მომღერალი გოგი დოლიძე

ყოველთვის მითქვამს და ვიტყვი: ხანდახან, როცა ,,გამეხსნება,” კარგად ვიმღერებ და თავი მომღერალი მგონია ვუსმენ გოგის და ვხვდები, რომ საერთოდ არაფერს არ წარმოვადგენ. და ეს სხვაობა რაც წლები გადის კი არ იკლებს, არამედ იმატებს. ასეა ეს

დღეს რომ გოგი ცოცხალი ყოფილიყო….. სულ სხვანაირი საქართველო იქნებოდა….

გოგის სიმღერის მანერა და ზოგადად ქართული ქალაქური სიმღერა, როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მუსიკალურ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს!“, – წერს ლაშა ღლონტი.

ასევე იხილეთ