“სულ ორშაურად ვაგინებ, ვინც ოჯახის ინსტიტუტი გამოიგონა”

სუროგაციის ცენტრის ცელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი დუბაიში ოჯახთან ერთად ისვენებს. ცოტა ხნის წინ ფეიბსუქში დაწერა:

,,ბიბისი” ჩამოვიდა, ხუთი დღე ფილმს იღებენ და ორი თვით ადრე შემითანხმდნენ ყველა დეტალზე. წუხელ მომწერეს, ხვალ დილით ,,ეკიპაჟი” შენს სახლთან იქნებაო. ამ დროს აღმოჩნდა, რომ მე დუბაიში ვარ და არა მარტო, მაგარი ამისრიალდა ფეხი დედამიწიდან და იმ გალაქტიკიდან, სადაც ახლა მე ვიმყოფები. სულ ორშაურად ვაგინებ იმ არათავისუფალ საზოგადოებას და ადამიანებს, ოჯახის ინსტიტუტი რომ გამოიგონეს… ისეთ მეტაფიზიკურ საკითხებს, როგორებიცაა სიყვარული, თავისუფლება, სინდისი ვერანაირ ემპირიულ და სოციალურ კანონებში ვერ მოაქცევ, ვერანაირ ინსტიტუციებს ვერ დაუქვემდებარებ”.

ასევე იხილეთ