“ვთვლიდი, რომ გიჟებს კოვიდი არ ეკარება, მაგრამ ახლა მეც მომაკითხა“

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია კოვიდინფიცირებულია. მასთან ერთად ვირუსს მისი მცირეწლოვანი შვილიც, პატარა ანდრიუშა ებრძვის.

როგორც თათია შარანგია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს, რადგან „ფაიზერის” ორი დოზით არის ვაქცინირებული.

„იმდენჯერ ვიყავი კოვიდ-კონტაქტი და არ დამემართა, ვთვლიდი, რომ გიჟებს კოვიდი არ ეკარება. მაგრამ ახლა მეც მომაკითხა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად დავემშვიდობებით ერთმანეთს“, – მიმართა შარანგიამ გამომწერებს.

ასევე იხილეთ