“ინგა გრიგოლიას გუშინდელ გადაცემაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი მიცემულმა დახასიათებამ, უკვდავი “მიმინოდან” ცნობილი სცენა გამახსენა”

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ინგა გრიგოლიას გუშინდელ გადაცემაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი მიცემულმა დახასიათებამ, უკვდავი “მიმინოდან” ცნობილი სცენა გამახსენა:

– გივი ივანიჩ! დახასიატება მინდა მომცე!
– რა დახასიათება?
– დიდ ავიაციას მინდა დავუბრუნდე!
– დიდ ავიაციაში შენი დაბრუნება დაგვიანებული ხომ არაა? კარგად მოიფიქრე?
– მოფიქრებულიცაა და გადაწყვეტილიც…
გუშინდელი “გივი ივანიჩის” იმ დახასიათებაში ერთი მნიშვნელოვანი რამ მენიშნა – გახარიას სავარაუდო დაფინანსების წყაროების ნაწილში, უკრაინის მოქალაქემ პირველად გამიჯნა ივანიშვილისა და რუსეთის ფული. აქამდე, მისთვის ეს ორი მცნება სინონიმებს წარმოადგენდა…”
ასევე იხილეთ