რა ბიზნესი წამოიწყო გიორგი მარგველაშვილმა მეგობრებთან ერთად

„თბილისელები“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, გიორგი მარველაშვილზე წერს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გიორგიმ და მისმა მეგობრებმა დუშეთში საცხენოსნო კლუბი ჩამოაყალიბეს.

„ეს იდეა გიორგისგან და მისი მეგობრებისგან წამოვიდა, მათ ძალიან უყვართ ცხენები. გიორგი ბავშვობიდან დადიოდა იპოდრომზე. ძალიან პატარამ ისწავლა ჯირითი და იპოდრომიდან მთაში გადაინაცვლა. ძალიან კარგი მხედარია. რადგან ქალაქგარეთ ვცხოვრობთ, მაგრამ არც ისე შორს ქალაქიდან და ჩვენთან არის არაჩვეულებრივი ადგილები საცხენოსნო ტურებისთვის, გიორგიმ და მისმა სამმა მეგობარმა გადაწყვიტეს, რომ საცხენოსნო კლუბი ჩამოეყალიბებინათ.

ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ძირითადად, ნატურალური მასალით, ბევრი რამ, მათ შორის მონარჩენი მასალებიც, ჩვენ და გიორგის მეგობრებს გვქონდა ოჯახებში.

„ეარბიენბიზე“ ვაქირავებთ ჩვენს კოტეჯს და უცხოელებიც გვეუბნებიან ხოლმე, გარდა იმისა, რომ ფოტოებიდან გარემო და კოტეჯი ძალიან მოგვეწონა, განსაკუთრებულად გვინდოდა აქ მოვხვედრილიყავითო – როგორია, პრეზიდენტთან მიდიხარ ტყეში. აღტაცებულები არიან, როცა ხედავენ, როგორი უშუალოა პრეზიდენტი და თავის ხელით აკეთებს ყველაფერს. დღეს ეს არის კულტურა და ეს არის მოდა”– ამბობს მაკა ჩიჩუა.

ასევე იხილეთ