გოგონა, რომელიც დაბადებისას სულ 550 გრამს იწონიდა, ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან გაწერეს

Bau International Hospital– ი საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს ინფორმაციას კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ.

“ჩვენი ნეონატოლოგების კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე👏👏👏

👧გოგონა, რომელიც დაბადებისას სულ 550 გრამს იწონიდა, დღეს გაეწერა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან.

💙ლივია ღრმად დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა.

შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით …

🤱დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია ექიმებთან ერთად აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა🙏

💖სამი თვის შემდეგ ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა🎊

💢დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში💗” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ