“ახლა რასაც ვხედავ გასაკუთრებულად ჟურნალისტებზე მიდის დარტყმა”

პროდუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დუმბაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“საერთოდ ვერ ვხვდები და ვერც ვერასოდეს ვერ ვხვდებოდი ადამიანის დაკნინებას , ლანძღვას და მიწასთან გასწორებას მთავრობა იქნება თუ ოპოზიცია , რა “კაიფი “ აქვს (ბოდიში ჟარგონისთვის)ახლა რასაც ვხედავ გასაკუთრებულად ჟურნალისტებზე მიდის დარტყმა, მგონია წინ წავედით და წავედით კიდევაც, მაგრამ ცოტა რომ დავმშვიდდეთ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ არ იქნება ურიგო, მაპატიეთ მაგრამ არც ბოიკოტი მესმის, ეს გაბუტვა რა არის, მე პირადად სადაც მართალი ვარ და მეთქმის ყველგან მივალ და ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, თუნდაც მოგონილი, შეთხზული ან ცილიმწამებლური იყოს, ( ისე ეგ კანონი ასამუშავებელია)ცოტა ბუტე ბუტე გაგებუტე აღარ მოსულა, ნეკი ნეკისა შერიგებისა დაალაგებს ჩემო საყვარელო ხალხო ქვეყანას ამ ისედაც გაუსაძლის დროს ! სორი ვინც არ მეთანხმებით თქვენთან! თითო ჩონჩხი არ არსებობს ყველას კარადაში არ მოიძიებნოს და ნუ განვსჯით ასე სასტიკად ერთმანეთს!” – წერს დუმბაძე.

ასევე იხილეთ