სოფო ჯაფარიძის „მედგიდი“ ხვალ საკუთარ კლინიკას ხსნის

„მედგიდი“ 15 სექტემბერს საკუთარ კლინიკას ხსნის. სამედიცინო დაწესებულება საბურთალოს რაიონში ცინცაძის N73-შია განთავსებულია. როგორც „მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, კლინიკა საუკეთესო ექიმებით დაკომპლექტდება.

„სიახლე მედგიდისგან, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! იხსნება სამკურნალო-დიაგნოსტიკური კლინიკა “მედგიდი”, სადაც პაციენტები მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ პროფესიონალი მედპერსონალისგან! გვერწმუნეთ, ჩვენთან საქართველოში წამყვანი სპეციალისტები და პროფესიონალი ექიმები იმუშავებენ, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოახმარონ! ვეცდებით, ჩვეული გულისხმიერებით დავდგეთ თქვენს გვერდით. დიდი მადლობა ნდობისთვის“, – იუწყებიან კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, „მედგიდის“ ჯგუფი სოციალურ ქსელ Facebook-ში 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა. ის ამჟამად, 105 000 ადამიანს აერთიანებს. ეს ჯგუფის რიგით მესამე გვერდია, რომელიც 10 დღის წინ შეიქმნა. როგორც იცით, მანამდე „მედგიდის“ წინა 2 გვერდი, სოციალურ ქსელში დაბლოკეს.

ასევე იხილეთ