“იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები”

თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ორიგინალურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მას ტანი სხვადასხვა მოწოდებით აქვს მოხატული – „მართეთ პანდემია“, „ვაქცინა გვიცავს“, „დაასრულე პანდემია“ და სხვა.

„იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები … ვინც საჭიროა თუ ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ აიცრან და წერტილი დაესვას პანდემიას!”, – წერს მოდელი.

„ნეტავ, რომელი ქვეყანა ნახე, რომ პანდემია დაემარცხებინათ ვაქცინაციის შემდეგ?!“, „ყოჩაღ, თამო, მაგარი ხარ!“, „ბევრი დაგიწერთ უარყოფით კომენტარს, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება და მესიჯია თქვენი აუდიტორიისთვის“, – წერენ „ინსტაგრამზე“თამო ვაშალომიძის გამომწერები.

ასევე იხილეთ