ბუბა მირცხულავა მამა გახდა

„ჩცდ”-ს მსახიობი, ბუბა მირცხულავა მამა გახდა. მას ბიჭი შეეძინა, რომელსაც ზუკა დაარქვეს. სასიხარულო ამბის შესახებ ბუბა სოციალურ ქსელში წერს და ცოლს მადლობას უხდის.

„დაიბადა ზურაბ(ზუკა) მირცხულავა. სოფო ანდღულაძე მიყვარხარ და მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია”, – წერს ბუბა მირცხულავა.

ცნობისთვის, ბუბამ ოჯახი 2020 წელს შექმნა. ის საზოგადოებამ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ბაქარის როლს ასრულებს.

ასევე იხილეთ