“ასე სურდა ჩემს ცოლს“ – 73 წლის ილიე ნასტასემ მეხუთედ იქორწინა, მისი ცოლი 30 წლით უმცროსია

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ილიე ნასტასემ მეხუთედ იქორწინა. 73 წლის ლეგენდარული რუმინელი ჩოგბურთელის რჩეულია იოანა სიმიონი, რომელიც ქმარზე 30 წლით უმცროსია. წყვილმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა რუმინეთში. სტუმრებს შორის მხოლოდ ახალდაქორწინებულების ნათესავები და უახლოესი მეგობრები იყვნენ.

„განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. გამოვედით ეკლესიიდან და რესტორანში ვისადილეთ. ყველაფერი უბრალოდ და ლამაზად იყო. გვინდოდა ყველაფერი სწორედ ასე გაგვეკეთებინა – ცოტა ხალხი, არანაირი რეკლამა. ასე სურდა ჩემს ცოლს“, – განაცხადა ნასტასემ.

ილიე ნასტასე პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც სათავეში ჩაუდგა ATP-ის კლასიფიკაციას. ეს მოხდა 1973 წელს. რუმინელი პირველობას 40 კვირა ინარჩუნებდა.

ასევე იხილეთ