“გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი…ჩვენი იმედი, რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და-გა­ჩერ­დიო”

ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ტრაგედიას ეხმაურება კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძეც.

“1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…

გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი… რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და,- გა­ჩერ­დიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარ­ტო ჩვენ არა მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ არ მეს­მის!!!”-წერს ხათუნა მაღლაკელიძე.

ასევე იხილეთ