“ღმერთო გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე, გთხოვ“

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ნინო ახობაძის ფეისბუკ-პოსტს,  რომელშიც ავტორი მედიკოსს აკრიტიკებს, პირად გვერდზე აზიარებს და წერს, რომ მოქალაქეების ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია აუცილებელი, რადგან ადამიანების დრო და რესურსის ძირითადი ნაწილი ქარს მიაქვს.

„არ უნდა ქვეყანა, სადაც კულუმბეგოვი ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავია და კიდევ ბევრი რამე არ უნდა.

ეჰ რაში იხარჯება ამდენი ადამიანური ემოცია და რესურსი, ფაქტია რაღაც ძალიან შესაცვლელი გვაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში.

ღმერთო გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად, გონიერების ბუსტერი დაგვიმატე, გთხოვ!“, – წერს კულუმბეგოვი.

ასევე იხილეთ