“რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა, გაჩერდიო… რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად”

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში აკეთებენ.

„ჩემო ძმის შვილო ნიკოლოზ, შემოგევლოს ჩემი თავი შენ. ეს რა ტრაგედია დაგვატყდა თავს. რა უსამართლოა სამყარო, ჩემო ანგელოზო ბიჭო. უნიჭიერესო, უკარგესო, წაგიყვანა ღმერთმა თავისთან და დაგვტოვა გულგახეთქილები, გამწარებულები, შენი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ჩემი ძმის დაკარგვის ტანჯვა განმიახლა. ღმერთო, როგორი სანუგეშებელია შენი მშობლები”, – წერს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

„1999 წელი იყო განსაკუთრებული, დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო.. გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი .. რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო.. 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ, არ მესმის”, – წერს ოჯახის ნათესავი.

ასევე იხილეთ