“მეხსიერებიდან არ ამომდის ის, რაც ვნახე”

ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. შარანგია „ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

„ეს ბიჭი იმ ოქროს თაობის წარმომადგენელია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ მომავალში და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი მიაღწევდა ისეთ წარმატებებს რომელსაც ასე შევნატრით ქართველები და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭი იყო თავის დედის უსაყვარლესი შვილი და ის მას გამოაცალეს, გამოგლიჯეს და ის სიცოცხლეს გამოასალმეს.

ეს ბიჭი – არასდროს – არავის – არაფერს უშავებდა და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ ბიჭმა ბევრი რამ მოასწრო თავის ახალგაზრდა ასაკში ქვეყნის საკეთილდღეოდ მაგრამ ბევრად მეტი წინ უნდა ყოფილიყო და ის, აი ასე, უბრალოდ, დღისით, ვერაზე, უმოწყალოდ – სიცოცხლეს გამოასალმეს…

ეს ნიკო კვარაცხელიაა, სწორად აღზრდილი შვილი. ღირსეული მეგობარი და კარგი მოქალაქე… ის აღარ გვყავს. მშობლებო, გავუზარდოთ შვილებს ემპათიის გრძნობა. არ გაგვეპაროს შეცდომები. ურჩხულად ხომ არავინ იბადება? ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას… ვერ ვუყურებ კადრებს და მეხსიერებიდან არ ამომდის ის რაც ვნახე… გისამძიმრებთ ქართველებო. დღეს ძალიან მაგარი ქართველი დავკარგეთ”, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ