“სამგორში ბებოს სამი თვის ქირა რომ გადაუხადა, მთხოვა – მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო”

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მომხდარს სოციალურ ქსელში მამა ნექტარიოსი გამოეხმაურა.

„მამა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ეს ბიჭი იყო სასწაული ადამიანი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ 19 წლის ასაკში ამდენ ქველმოქმედებას. სულ ცდილობდა დაფარული ყოფილიყო, უბრალოდ ეს იყო აღზრდილი შვილი, კეთილი. სამგორში სამი თვის ქირა რომ გადავუხადე ბებოს, ახლა გამახსენდა, მან დამირეკა. მთხოვა, მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო. ბოლოს ყველა კეთილი საქმე გაცხადდება. ასეთი შვილი არ ჰყავდა დასაკარგი საქართველოს”, – წერს მამა ნექტარიოსი.

ასევე იხილეთ