“როგორც ახლობლებმა მითხრეს “კომპრომატებს” აგროვებენ ჩემზე”

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“”კომპრომატებს” აგროვებენ ჩემზე 🙂. 26 წელი ეკლესიის მრევლი ვარ… 4 წელიწადი მონასტრის მედავითნე ვიყავი… მეუღლეს არ ვღალატობ… ნარკოტიკს არ ვეკარები, სიგარეტს არ ვეწევი… ქონება ვერ შევიძინე… მე-13 წელია ბანკის ვალებს ვიხდი პატიოსნად… თუმცა – 2012 წელს 9 თვის განმავლობაში ერთ-ერთი სატელევიზიო გადამღები ჯგუფის მძღოლი ვიყავი, ამ ჯგუფთან ერთად მოვლილი მაქვს საკუთარი მანქანით მთელი საქართველო, გადაღებულია უამრავი ფოტოსურათი, გაგიკვირდებათ და ხანდახან ვსადილობდით კიდეც ერთად. თვითონ გადაცემა აპოლიტიკური – გასართობი და შემეცნებითი იყო. ინტერნეტში არის ყველა გამოშვება – “ქართული დღიური” ჰქვია, მოძებნეთ და უყურეთ, ზოგიერთი გადაცემა ძალიან საინტერესოა. ეს არის – სიმართლე. დანარჩენი “ვოზდუხი”, “ბოლი” – სიცრუე და ცილისწამება. როგორც მე ახლობლებმა მითხრეს – იმდენად “უინტერესოდ” ვცხოვრობ, მეტნაკლებად ფასეულ კომპრომატსაც ვერ გიგროვებებო 🙁 შავი პიარი ფაქტებთან მუდმივად დამარცხებული იქნება!”

ასევე იხილეთ