“ორი ყველაზე დიდი მიზნიდან ერთ-ერთი ჩემი ოჯახის შენარჩუნებაა“

ირაკლი ნოზაძის ცოლი – ია დუდაშვილი მიღწეული მიზნებს იხსენებს და ამბობს, რომ მას ძალიან უნდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული სკოლა დაამთავრა და აბიტურიენტობის პარალელურად, მუშაობდა, მაინც შეძლო სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოხვედრა.

მეორე მთავარ მიღწევად ის ოჯახის შენარჩუნებას ასახელებს.

როგორც ცნობილია, ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე ორი წლის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ:

„იყო პერიოდი, როცა 2 წლის განმავლობაში ჩვენ დაშორებულები გვერქვა, მაგრამ მაინც თითქოს ერთად ვიყავით. შემდეგ კი მოხდა გარდატეხა – ორივემ გადავაფასეთ ღირებულებები. ამბიციები, სიამაყე და ეგოიზმი უკანა პლანზე გადავიდა“, – ამბობდა ის.

ამჯერად წყვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ.

ასევე იხილეთ