“ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა…”

დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს ფიქრის გორაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია. – ამის შესახებ ზურიკო გოგოხიამ ფეისბუქში დაწერა:

“მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე.
30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.
რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: “ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო”
მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან.
საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.
მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად.”

ასევე იხილეთ