“ერთმა გაშლილი ხელი გამცხო და მივესვენე უსაკურთხო მკვდარივით”

თემო სანდროშვილი ფეისბუქზე წერს:

„ისევ ვიტაქსავე….
ერთ_ერთი პარტიის წარმომადგენელმა რომელიც ამავდროულად ცემი მეზობელია მთხოვა, ამა და ამ სოფელში პლაკატებს გაგატან, დაგხვდებიან და მიეციო. კი არ მევასები თქო, მაგრამ მოშნად მიხდი და წავიღებ თქო. გაჭირდა რა ვქნა, ზეთი 35 ლარი ღირს .
ხო და წავიღე. სავსეა მანქანა, ან რა ჯანდაბად უნდოდათ ამდენი
შევედი სოფლის ცენტრში დამხვდა ვიღაც კაცი. დაიწყო გადმოცლა პლაკატების და წამოადგა ვიღაც 2 ტიპი.
რად გინდაო?
ხვალ შეხვედრას ვგეგმავთ და დღეს უნდა დავარიგოვო.
დაარიგოვოოოოოო!
ერთი იგრეთი შემოკრეს ამ საცოდავს, თვალებს კარგა ხანს ვერ ასწორებდა ერთი მიმართულებით. აიღეს ეს პლაკატები და მიაყარეს ზედ. არიქა რას შვრებით ხო არ გაგიჟდით მეთქი და მივეშველე უნდა ავაყენო.
გამცხო ერთმა გაშლილი ხელი და მივესვენე უსაკურთხო მკვტარივით. მეორე დამწვდა ქეჩოში, მიმათრია ქვასთან და მარტყმევინა თავი ზედ გველივით. ბოლოს თითო პლაკატიც გადაგვახიეს თავზე, ორი ცალიც დაამრგვალეს და სანამ უარესი ვქნათ აახვიეთო.
მე მაგ სქმეში 100 ლარი მქონდა აღებული და იმ დებილმა იდარდოს, უფასოდ რომ სცემეს“.

ასევე იხილეთ