“ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ“ (ფოტო)

მომღერალ  ნატალია ქუთათელაძეს შვილი რამდენიმე დღის წინ შეეძინა. მას ვაჟი ჰყავს. ცნობილია ახალშობილის სახელიც – მას მშობლებმა სანდრო დაარქვეს.

დღეს კი გაგუას კლინიკა აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ ნატალია და პატარა სანდრო უკვე კლინიკიდან გაწერეს.

ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ“, – წერს კლინიკა და ფოტოს აქვეყნებს.

ნატალია ქუთათელაძის მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე გახლავთ.

 

ასევე იხილეთ