“მაინც ყველა ეტლში ჩაწყობილ ფეხებზე მიყურებს, როცა საქმე სამსახურს, დამოუკიდებელ ცხოვრებას ან ცოდნას ეხება”

სოციაური ქსელის მომხმარებელი, ნინუცა დარბაიძე ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ახალგაზრდა გოგო იმ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მას გააჩნია:

“ვერ გავურბივარ..
რას ვიზამთ..
მთელი ბანაკის განმავლობაში, სულ იმას ვამბობდი “წელში მაინც გადავმტყდარიყავი!!! ეს კისერი რა იყოთქო”(ასე ხომ უფრო დამოუკიდებელი ვიქნებოდი)

 მაგრამ ყოველთვის იმ ფრაზას მაშველებდნენ: “ნინი დააფასე, რომ გადარჩი”, მეც ვიღიმოდი და ხელებს ცოტა მოწყენილი სახით კალთაში ვიწყობდი, დავყურებდი და ვჩუმდებოდი..

კი მხიარული გოგო ვარ, მაგრამ ხანდახან გული მწყდება რაღაცეებზე
ძალიან მინდა დამოუკიდებელი ვიყო და ყველაფერს ჩემით ვაკეთებდე მარტოც დავდიოდე, სადაც მინდა..
მაგრამ ქუჩაში მარტო, რომ გავიდე და სადმე გავჩერდე, ვიღაცეები ხურდებს ჩამიყრიან (მაქვს ამის გამოცდილება, არაერთი)
ისიც საწყენია, ამ არჩევნების წინ, რეკლამაში გადასაღებად, რომ მწერენ. სამსახურს, რომ ვეძებ მთელი თვეა, მაშინ რატომ არის სიჩუმე?!
თან ეს ყველაფერი ცოტა დამამცირებელიცაა..
მარტო ფოტოებს, რომ ამჩნევენ.. თითქოს ჩემს ტვინში არსებული ინფორმაცია უამრავი და საინტერესო არ იყოს .
ჩემ სივს აქ ხომ არ გამოვფენ. თუ ნაცნობები უნდა ვეძებო, სამსახური რომ ვიშოვო?!
მოკლედ, მინდა ადამიანებმა ლამაზი თვალების მიღმაც შეძლონ ჩემი დანახვა. იქ ბევრად მეტს აღმოაჩენენ.

P.s ერთხელ მეგობარმა მითხრა: -ლექციებზე ვცდილობ ჩავიწერო მნიშვნელოვანი რაღაცეებიო.

ოიჰ მე კიდევ, იმის გამო რომ თითები არ მიმუშავებდა და ვერ ვიწერდი, ტვინი მთლიანად ჩართული იყო, რომ მთელი ინფორმაცია დაემახსოვრებინა.
შედეგად, რა მივიღე, გატენილი თავი და სწრაფად ათვისების უნარი, მაგრამ მაინც ყველა ეტლში ჩაწყობილ ფეხებზე მიყურებს, როცა საქმე სამსახურს, დამოუკიდებელ ცხოვრებას ან ცოდნას ეხება“, – წერს ნინუცა დარბაიძე.

ასევე იხილეთ