“გამაფრთხილეს, მაგ გოგოს უფრთხილდიო”

მომღერლებს, თათა გიორგობიანსა და ბაბი კირკიტაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” ბენდის თანხლებით მუსიკალურად აფორმებენ.

როგორც თავად ამბობენ, სცენაზე ერთმანეთს განსხვავებული ხასიათითა და ხმის ტემბრით ავსებენ, თუმცა ბაბი და თათა სცენის მიღმა, ცხოვრებაშიც მეგობრობენ:

„შოუში ერთად რომ უნდა გვემუშავა, გამაფრთხილეს, მაგ გოგოს უფრთხილდიო. არადა, რომ გავიცანი, ბაბისნაირი ენერგიული, მხიარული და პასუხის მგებლიანი ცოტა მეგულება. იცით, როგორია? არაფრისგან რაღაცას გამოიყვანს და შექმნის” – ამბობდა თათა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამჯერად თათა და ბაბი „ინსტაგრამზე” სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ:

„როცა ბაბი შეხვდა თათას, აი, ეს მოხდა” – წერენ ისინი. როგორც ჩანს, თათა გიორგობიანი ბაბი კირკიტაძის რუბრიკას ესტუმრა, რა დროსაც ძლიერი წვიმა დაიწყო და ისინი ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. „ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდება, გვიშველეთ ვინმემ” -ამბობენ თათა და ბაბი.

ასევე იხილეთ