“ყველაფერია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ჩემს შუათანა შვილს მისი სახელი ჰქვია”

სოფო ჯაფარიძეს სოციალურ ქსელსა და სამედიცინო სფეროში ბევრი იცნობს. ის პოპულარული პლატფორმის, „მედგიდის“ დამფუძნებელია და პანდემიის დროს უამრავ ადამიანს დაეხმარა.

საკუთარი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ მან გადაცემა „ყვითელ ყუთში“ ისაუბრა:

ჩემს ოჯახში სხვა პროფესია არც ყოფილა. ბაბუაჩემი, ვახტანგ ყიფიანი, იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი გაზრდილია ძალიან ბევრი ის ექიმი, რომლებიც ახლა წინა ხაზზე იბრძვიან. დედა, ბებია, დეიდა – ყველა ექიმია და არც განიხილებოდა ჩემთვის სხვა პროფესია. ბავშვობაში ძალიან მინდოდა იურისტობა, მაგრამ როცა გავიზარდე, სტომატოლოგია ავირჩიე, რადგან დეიდაჩემი ძალიან წარმატებული სტომატოლოგია და მე მისი გაზრდილი ვარ“ – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

როგორც სოფომ გაიხსენა, მას მამა ბავშვობაში გარდაეცვალა.

„9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ მე მყავს მამა, მამაზე კიდევ უფრო მეტი, ალბათ… მამა ჰქვია, იმიტომ, რომ ვერ მოვიხსენიებ, როგორც დედაჩემის მეუღლეს. ის ჩემთვის დედაზე მეტია, მამაზე მეტია, ბებიაზე მეტია… ყველაფერია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ჩემს შუათანა შვილს მისი სახელი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მე არაჩვეულებრივი მამა დავკარგე, არასდროს მქონია ამის დეფიციტი“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ასევე იხილეთ