“ასე თუ გინდა ეგ ამბავი, ვინმემ დაგიშალა, რომ ჩახვიდე და აფურთხო?!”

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ესე ამბავი კბენისა, ღრენისა და თითის ტაკებისა.

ძალზედ აგრესიული და ღირსების შემლახავი გახდა პოლიტიკური გარემო. იყო… დიახ, ადრეც იყო ცილისწამებები, შეურაცხყოფები, კბენები, ღრენები და, თქვენ წარმოიდგინეთ, თითის ტაკებებიც კი…. მაგრამ არა ამ დოზით… და არც ასე არაპროგნოზირებულად, ასე უმიზეზოდ. ანუ, სრულიად გაურკვევლად თუ ვინ? ვის? სად? როდის? .. რატომ ? რისთვის ?
აი, სწორედ, ეს რატომ? და რისთვის? არის დღეს მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა!
თუ ჩავთვლით, რომ ტოტალური კონტროლი, ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლებების უგულვებელყოფა, დაუსჯელობის სინდრომის დანერგვა, მცდელობა, გააკონტროლონ ადამიანის ქცევები, აზრები, გრძნობები და ა.შ. არის საზოგადოების შიშის ფაქტორით მართვის უმოკლესი გზა, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ძალიან ცდებით და ძალიან მიქარავთ!
შეუძლებელია ძალაუფლების დამყარება შიშზე და სიძულვილზე!
არაა საჭირო მსოფლიო ისტორიის ქექვა… აგერ, აქ, ჩვენთან… 2003 წელს, ჩაქვში, გასიებული ბერძენიშვილის ცემა რომ არ გადაეწყვიტათ უგუნურთ, გარწმუნებთ, სრულიად სხვაგვარად დატრიალდებოდა მოვლენათა ციკლი… დიახ, ყველასთვის მიუღებელმა, ამაზრზენმა, ნაცმოძრაობაში შემძვრალმა უსახურებამაც კი დაიმსახურა ხალხის მხრიდან თანაგრძნობა და თანადგომა! ვერც “ქართული ოცნების” 2012 წლის შედეგი იქნებოდა ისეთი შტამბეჭდავი, რომ არა გარდაბნის აგრესია და განუწყვეტლივ ფარული ჩანაწერების ჩვენება ტელევიზიით. (ვგულისხმობ ბურჯანაძის, კოკო გამსახურდია და სხვა მრავალის პირად საუბრებს).
დიახ, ოხერი რამეა შიში… ის შენშია… ის გაწუხებს… ის ღირსებას გილახავს და…. ნებისმიერი ხერხით ცდილობ მასთან გამკლავებას!
მოკლედ, ეს ამბავი იმას მოვაყოლე, რომ გახშირდა თითიდან გამოწოვილი კონფლიქტები, ცემაი და ტყეპაი და… ჰო, თითის ტაკებაიც….
რატომ თითიდან გამოწოვილი?!… რა ვიცი, აბა, ამდენი კოჰაბიტაციის, პაჩი-პუჩის, შარლ მიშელისთვის ერთობლივი რევერანსებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგებიდან და გარიგებებიდან გამომდინარე, სხვა რა უნდა ვიფიქრო?!
ჰო, კიდევ… არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ ამდენი აგრესიის, პოლიტიკური ცემა-ტყეპის, დედის გინების შემდეგ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ კარგ საფუძველს შეუქმნის “მეგობარ” საელჩოებს, ევროკავშირსა და “პარტნიორებს”, რომ უბრალოდ, არ სცნონ არჩევნების შედეგი!!!
დიახ, უბრალოდ, არ სცნონ არჩევნების შედეგი!
ჰო და, დაიწყება მერე დენიელსონ-მიშელის სასამართლო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე შეშფოთება, ქალბატონი პრეზიდენტის აწ უკვე დაწყებული დაპირისპირების( ეკლესიასთან და ხელისუფლებასთან) გაბუქება- გარდაუვალობის ყიჟინა…
ნუუუ, პრეზიდენტია და ითხოვს პონტში….
ეგ რა არის,… სასწრაფოდ გახდება სავალდებულო კოალიციური მთავრობის შექმნა და სახელმწიფოს გადარჩენისათვის ერთობლივი ბრძოლა- გაწოლა…
ეს ისე… მაინც ვთქვი რა… არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე… ვინმემ, ემანდ, ჩემი ჩანაწერიც არ გამოაქვეყნოს, ნახეთ რაებს ამბობსო….))))))….
ღმერთმა მშვიდობიანი კვირისწორი მოგვცეს!
ისე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ხმას კახი კალაძეს ვაძლევ! როგორც ვაკელი- ჩემი მეგობრის და კოლეგის შვილს გიორგი ტყემალაძეს! პარტიას- “პატრიოტთა ალიანსს”- იქ ჩემი ირმაა, ინაშვილი, რომელთან ერთადაც, თუ საჭირო გახდა, ბარიკადებთან მომიწევს დგომა. ..და რომელსაც ვენდობი და უბრალოდ, მიყვარს!
სულ ესაა…
ჰო, P.S.
მორჩით ნებსით თუ უნებლიე კბენას, ღრენას და თითის ტაკებას…. დაიღალა ხალხი და ეგ მეთოდებოც აღარ მუშაობს…
P.P.S.
დღეს წავიკითხე “ქართული ოცნების” ლიდერის- დიტო სამხარაძის მიმართვა სააკაშვილისადმი. ჩამოდი, მიჰა, სახეში უნდა გაფურთხოო! ვაჰჰჰ, კაცო, ვიფიქრე, ასე თუ გინდა ეგ ამბავი, ვინმემ დაგიშალა, რომ ჩახვიდე და აფურთხო?! ან 1 წელი აქ რომ იყო, მაშინ რომ გეფურთხებია იმ გასიებულ სიფათში?! რა ვიცი, რა ვიცი… ისე, მიშამ წყენის გულზე გაყოლება არ იცის. არა ერთს გვიქნია ეგ ამბავი…. ლომო……))))))))”-წერს ხოფერია. 

ასევე იხილეთ