„ბატონო გახარია, პარტიაში დუქნის კონტინგენტით შორს ვერ გაფრინდებით…“

მსახიობი იუნა შაფათავა პოლიტიკოოს გიორგი გახარიას მიმართავს. შაფათავა  აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ლიდერს შესაძლოა გუნდში მოღალატე შეეპაროს რაც არასწორი მენეჯმენტის ბრალია. შაფათავა გიორგი გახარიას ყველა წევრის „ხელით გასინჯვას“ ურჩევს.

„ბატონო გახარია, პარტიაში დუქნის კონტინგენტით შორს ვერ გაფრინდებით… საქართველოს სულ ჰქონდა კადრების პრობლემა… სულ. და წესიერი ადამიანები პოლიტიკაში არ წავლენ. თუ ხარ ლიდერი, ხელით უნდა აარჩიო გუნდის წევრები და არა ჩლუნგი ყვავი ჩხიკვის „რეკომენდაციით“. უნდა აარჩიო თანაბარი რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის და ბოლოში, პირადი გასაუბრების საფუძველზე, კადრი. და ეს მხოლოდ გახარიას არ ეხება. ეს კარგი და კონკურენტუნარიანი მენეჯმენტის წესია.

რაც არ უნდა გენიოსი ლიდერი იყო, უცხო სხეული და ანტისხეული თანგუნდელები მერე კამპოტში ნეხვს დაგახვედრებენ, და გაფუჭებული ტელეფონი კომუნიკაციაში არ აგცდებათ. ეს გაფუჭებული ტელეფონი, მენეჯმენტის არასწორი სტრუქტურის და არათანაბარი დელეგირების ბრალია. თუმცა… რატომ გასწავლოთ ელემენტარული, როცა შეცდომა თვალში საცემია. ვიზიარებ“, – წერს შაფათავა.

ასევე იხილეთ