“თვითმფინავის აფრენიდან 20-25 წუთის მერე ატყდა ჩოჩქოლი…”

თბილისი-სტამბოლის რეისზე თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა , ამის შესახებ ერთ-ერთი მგზავრი ირმა კაპანაძე წერს.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გული გახდა.

„ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ცოტა ადრე მომიწია წასვლა…ჩვეულებრივად გამაცილა ჩემმა ხათომ, ჩავჯექი თვითმფრინავში…წავედით…. აფრენიდან 20-25 წუთის მერე ატყდა ჩოჩქოლი, დარბიან სტიურდესები, ვიგრძენი თვითმფრინავი მთლიანად მოტრიალდა და საოცარი სისწრაფით დაშვება დაიწყო…და ცოტა ხანში დაჯდა….

ერთი მამაკაცი გამხდარა ცუდად….სასწრაფო წესით მოადგეს ტრაპი, სასწრაფო უკვე ელოდებოდა…ამოვიდნენ, ჩაიყვანეს….

მერე გავიგე გარდაცვლილა….სავარაუდოდ გულით….
2 საათი გაჩერდა თვითმფრინავი და წამოვედით….დავფრინდით თურქეთში და ვენეციის რეისს ვეღარ მივუსწარით….
მოგვცეს ახალი ბილეთი მეორე დღის რეისზე….
გადმომამბრძანეს სასტუმროში…..
ასე მოვხვდი Istanbul-ში….
ჩავრთე ინტერნეტი და მხვდება მესიჯები….
ჩემი და…ხათუნა….თამუნა….ნინო…..მაია…..რამდენი ჩამოვთვალო…..
მეძებენ…..ძალიან დათრგუნული და შეშინებული ვიყავი, მაგრამ ამდენი ადამიანი რომ გეძებს და შენზე ნერვიულობს, როგორ გინდა ცუდად იყო….
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! წავედი….
დილით უკვე იტალიიდან მოგესალმებით! “, – წერს ირმა კაპანაძე.

ასევე იხილეთ