“აი, ხომ წაგასწარი, შე უდღეურო! ჯერ სად ხარ! ცოტაც და მალე მოგიღებ ბოლოს!”

მაია მუშკუდიანმა, რომელსაც ივლისში კიბო დაუდგინდა, ფეისბუქში დაწერა:

“პატარაობისას, ჩუმად,რაცხა მავნებლობის ჩადენას რომ გადავწყვეტდი, დედაჩემი ლიანა ინტუიციით ხვდებოდა.
მომეპარებოდა, ერთი მაგრად ჩამაფარებდა სიფათში და გამარჯვებული გურულის ფალტეცით დაჰკივლებდა:
– აიტ, შე სასიკვდილე,ხომ წაგასწარიო და ძირშივე იყო აღკვეთილი დანაშაული! ხოდა, დაახლოებით ეგ გრძნობა მაქვს ახლა, ზუსტად სამი თვის თავზე, მკურნალობის ძირითადი ეტაპის დასრულებისას.

ვიცი, წინასწარ რაიმეს თქმა არ ვარგა, მარააააა ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია:
– აი, ხომ წაგასწარი, შე უდღეურო! ჯერ სად ხარ.! ცოტაც და მალე მოგიღებ ბოლოს!

აგერ მე და აგერ გერმანია!”

ასევე იხილეთ