“არ უყვართ ჩემ შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ“…

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძისა და პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას შვილი, ეკა ალასანია დღეს 25 წლის გახდა. ნათია, შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და დაბადების დღესთან დაკავშირებით მას პოსტსაც უძღვნის.

ადამიანთა მოდგმის ადვოკატირებისთვის მოცარტები და სერვანტესები არ მჭირდებიან, ისიც მყოფნის, ეკას რომ ვიცნობ. კარგა ხანია, სხვა ძალაუფლება მასზე არ გამაჩნია, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ, ხო, იმიტომ რომ, რომ გავაჩინე, მას მერე 25-ე დაბადების დღე აქვს და ამ დროში ისე მკვეთრად გამასწრო აზროვნების სიღრმითაც და სიმაღლითაც და სიგანითაც გამისწრებს მალე (წაკითხულ წიგნებს ვზომავ სიგანეში, რაც დროის საკითხია მხოლოდ), რომ ისღა დამრჩენია, შლაპა მოვუხადო, რევერანსიც ვუძღვნა და ავე ეკამეთქი შევძახო. არ უყვართ ჩემ შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელ დღეში ხომ მეც მიმიძღვის პატარა წვლილი და მეც მეკუთვნის ცოტათი. ისეთ ცხოვრებას ვუსურვებ, როგორსაც იმსახურებს თავისი უკიდეგანო კეთილშობილებით. გულში კი ბანალურად, მინდა, ბედნიერი იყოს.

პ.ს. რას სწავლობს და, ფსიქოთერაპევტი უნდა გახდეს. დედა უნდა მოარჩინოს,“ – წერს ფანჯიკიძე.

ასევე იხილეთ