“ჩემმა მეგობარმა ნახა დღეს დილით უკრაინაში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მისმა მეგობარმა სააკაშვილი უკრაინაში დღეს დაინახა.

„მე ვფიქრობ ყველაფრის უნარი დაკარგა ამ საზოგადოების ნაწილმა!

1. მიშა აქ არის და გეტყვით – ის უკრაინაში რომ დააკავეს 24 სთ-ც არ დასჭირდა, რომ შეწყალებისთვის მიემართა პეტრე პოროშენკოსთვის.

2. კაცი, რომელიც იბრძვის როგორც ამბობს ქვეყნის გადარჩენისთვის და ა.შ. ის ჩვეულებრივი რეისით ჩამოფრინდებოდა,მაგრამ ხომ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე.

3. ჩემმა მეგობარმა ნახა დღეს დილით უკრაინაში. ჭიტა

p.s. პირწმინდად მოიგებს პარტია „ქართული ოცნება” და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება!”, – წერს ზურა ხაჩიძე.

ასევე იხილეთ