„ეს თაობაც ისე გაიზრდება, როგორც ჩვენ… უბრალოდ, ინტერნეტი აქვთ ამათ და მეტი უარყოფითი ინფორმაცია…“

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ ზოგიერთი მედიასაშულებისთვის სწავლის დაწყება და ის ბედნიერება, რაც ბავშვების სკოლაში წასვლას ახლავს თან, მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა და ამის გამო კოლეგებს აკრიტიკებს:

„სწავლა დაიწყო,  ბავშვები სკოლაში პირველად წავიდნენ ამ ჭირიანობის დროს, რამხელა ამბავია ეს მათთვის და მშობლებისთვის… არადა, ზოგიერთ მედიასაშუალებას სულ ახატია ეგ ამბავი… ნიუსს უბედურებით იწყებენ და ამთავრებენ..  მხოლოდ ანგაჟირებული თემები და პოლიტიკა… 📣 აგრესიული დილა,  შუადღე და ღამეც… სკოლიდან მოყოლებული ამას ვუყურებ, რომ სულ რევოლუცია უნდა მოხდეს!.. ღრმა ბავშვობიდან გადატრიალება და ომი… წაიღეს ტვინი ყველა დროში… ეს თაობაც ისე გაიზრდება, როგორც ჩვენ… უბრალოდ, ინტერნეტი აქვთ ამათ და მეტი უარყოფითი ინფორმაცია…  ჩვენს დროს არ იყო… ჩვენ „ზუკოს“ ვსვამდით და გვეგონა კაი პონტი…“

ასევე იხილეთ