“მივიდეთ ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის საფლავებზე და ვახაროთ მათ, რომ სისხლიანი ნაცრეჟიმის ფიურერი ციხეშია!”

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოდიხართ?

ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას და გთვაზობთ ერთი სიმბოლური აქციის იდეას სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ყველამ კარგად იცით, რომ ირინა ენუქიძემ და იური ვაზაგაშვილმა სიცოცხლე შესწირეს სისხლიან რეჟიმთან ბრძოლას და შესაძლებელზე მეტიც კი გააკეთეს იმისათვის, რომ დამდგარიყო დღე, როცა კაცისმივლელი სისტემის მთავარი შემოქმედი ქართულ ციხეში აღმოჩნდებოდა.
საუბედუროდ, ქალბატონი ირინა და ბატონი იური, რომლებიც რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოებად თავიანთ სიცოცხლეშივე იქცნენ, სააკაშვილის დაპატიმრებასა და საბრალდებო სკამზე დასმას ვერ მოესწრნენ.
გთვაზობთ, რომ დავაორგანიზოთ აქცია – მივიდეთ ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის საფლავებზე და ვახაროთ მათ, რომ სისხლიანი ნაცრეჟიმის ფიურერი ციხეშია!
1918 წელს, როცა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სოციალ-დემოკრატი ვლასა მგელაძე მთაწმინდის პანთეონში ავიდა და ილია ჭავჭავაძეს საფლავში ჩასძახა – შენი ოცნება ასრულდა, საქართველო აღდგაო!
ვფიქრობთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და საფლავში ჩავძახოთ ირინა ენუქიძესა და იური ვაზაგაშვილს, რომ მათი ოცნება ახდა და სააკაშვილი ციხეშია!
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი და თუ ეთანხმებით ამ სიმბოლური აქციის იდეას, თქვენი პოზიცია გამოხატოთ კომენტარში სიტყვით – ,,მოვდივარ!”
კარგი იქნება, თუ პოსტს გააზიარებთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანთ ამ იდეას.”
ასევე იხილეთ