“რთული წარმოსადგენი არ არის როგორი შედეგი ექნება ტრამპის რეიტინგზე ამ ნაბიჯს”

ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემს ამერიკელ მეგობარს პოლიტიკური და ბიზნეს კონსალტინგის ფირმა აქვს. კომპანია ამერიკული მასშტაბებით დიდი არ არის – დაახლოებით $500,000 ბრუნვა ჰქონდა 2019 წელს. დღეს მიუვიდა წერილი, რომ მის კომპანიას გამოუყვეს $7500 2 წლიანი კრედიტი 1% წლიური განაკვეთით. თუ ის, როგორც მფლობელი, ამ თანხას საკუთარ ხელფასში დახარჯავს ორი წლის შემდეგ გადასახდელი მხოლოდ კრედიტის 25% ანუ $1875 ექნება, დანარჩენს კი “პატიობენ”. მსგავსი შეთავაზებები მიიღო მასიურად საშუალი ფენამ. რთული წარმოსადგენი არ არის როგორი შედეგი ექნება ტრამპის რეიტინგზე ამ ნაბიჯს. $1200 ერთჯერადი დახმარება უკვე დარიგდა ამ კრედიტის გარეშეც.

ასევე იხილეთ