“კაცების ღირსების ამყრელ ნაძირალას ვინც იცავთ, შეგიძლიათ უხმოდ გაუდგეთ თქვენს გზას”

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მოდით ერთად გადავხედოთ რა რეაქცია ჰქონდა ჩვენს მედია-პოლიტ-შოუ-ბიზნეს ელიტას მიშა სააკაშვილის დაპატიმრებაზე;
თუ რაიმე შემეშალა, შემისწორეთ;
—–
🚺 ქ-ნმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მოგვიწოდა რომ სადაც რაიმე თეთრ ქსოვილს ვნახავთ, დავავლოთ ხელი და თოკზე გავფინოთ! სულერთია-პროსტინა, ტრუსიკი, ჩაის ტილო… ამას გამოვფენთ და ამით გამოვხატავთ როგორ გვეტკინა მიშა საკანში!
ძალიან კრეატიული და მგრძნობიარე მოფლეშმობო მიგნებაა, ყოჩაღ ნანუკას. აი პროსტა როგორ მოიფიქრა, ვიტირე.
🚹 ბ-ნმა დავით ზურაბიშვილმა სუ მომსპო: არასოდეს, არც ერთხელ, არცერთნაირი ნარკოტიკი არ გაუსინჯავს მიშასო! პლანიც კი არ მოუწევიაო! დედას გეფიცებითო!
მოდი და ნუ დაუჯერებ კაცს, რომელსაც პატრიარქი ეზიზღება! მე დამიჯერეთო, მეო!
გვჯერა დათო.
🚺 ყველასათვის საყვარელმა ქალბატონმა მაცაცო სეფისკვერაძემ დედობრივი მზრუნველობით ყველა გაგვაოცა! როგორც პირმშოს, ისე სდია საკანში მიშიკოს-“ააბა დიდი პილი გამიღე, ჩემი ქათლით ერთი ლუკმა წამე ლაა”-ეხვეწა, ემუდარა, მარა რათ გინდა! მომუწა იმან პირი, გაჯორდა და ეს ამხელა კომპოზიტორი ქალი დატოვა გაწბილებული! მხეცი ეგა!
“როგორც უთქვაამთ თამაშიოო დელიაა, სიყვარულმა არ იცისო, დეე ლიი ააა”..
ესეც წაუმღერა, მაგრამ ვერ აჭამა მაინც…
რა უხერხულია.
🚺 ქ-ნმა თამრიკო ჭოხონელიძემ აღნიშნა რომ “მიხეილ სააკაშვილის ეს საქციელი თავგანწირვაა”!
აი მაინც რამდენს ნიშნავს, როცა კარგად იცნობ ადამიანს! მე და ბევრი ჩემნაირი ხომ ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ მიშას შეეძლო თავგანწირვა? თამრიკოს ცოდნია!
აბა ეგრე სად არი ახლა, მე რომ მხოლოდ დემეტრე მეგონა თავდადებული, ანწუხელიძე რომ მეგონა გმირი…
მადლობა თამრიკო.
🚹 ბ-ნი ნიკა გვარამია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მამა:
“ის დაბრუნდა როგორც თავისი ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტი და მზადაა მსხვერპლშეწირვისთვის”
აბა რაა ნიკა! აბა რაა!
აქამდე სად ვიყავით, როგორ არ დავფიქრდით ამაზე!
სიცოცხლეშივე წმინდანია მიშა, მაგრამ შენც ხომ იცი როგორ ხდება ხოლმე არა? მერე ვხვდებით და ვაფასებთ-ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები მათ ღვაწლს სამშობლოს წინაშე…
განა ადვილიაა-საჭმელი არ ჭამო? შიმშილობა ადვილიაა?
შენც მადლობა ნიკა.
🚺 ჩვენმა ახალმა რძალმა ლიზა იასკომა თქვა-ჩემი მიშა პოლიტპატიმარიაო!
აქ უკომენტაროდ.
—–
მოდი აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ
ღლიცინი და ხუმრობა აშკარად არ გამომდის, როცა საქმე ეხება ამ კაცს!
კაცს, რომელიც უტიფრობის პიკშია;
რომელმაც შენი და ჩემი ოჯახი შეიძლება არ გააუბედურა, მაგრამ შენიანი და ჩემიანი იმდენი გაამწარა…
რა აზრი აქვს ახლა აქ ჩამოთვლას?
ყველამ
ყველაფერი
ისედაც იცის!
იცით რატომ გავბედე და აქამდე ყველასათვის საყვარელ უნიჭიერეს ქალბატონს რატომ შევეხე?
გგონიათ არ მიყვარს მისი სიმღერები? ცდებით.
რატომ ვახსენე ეს ადამიანები ეხლა ამ ჩემს პოსტში, რომელთაც პირადად ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი დაუშავებიათ!
რატომ და
მომღერალი, პოლიტიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი, ჟურნალისტი და სპორტსმენი კი არა, სულ რომ მამაჩემი იყოს (ჯვარი მწერია), როცა ის მხარს უჭერს: ბოროტებას, უტიფრობას, სილაჩრეს, არაადამიანობას და ცინიზმს
მე აღარ (ვეღარ) ვცემ პატივს ვერც მათ ლაპარაკს, ვერ ნამღერს, ვერც დაკრულს და ვერც მიკრაფონთან წარმოთქმულ “რეჩს”.
ის საცოდავი სოფლის გიჟი აქ არც მიხსენებია, ჩარკვიანის გოგო. მე დიდი ხანია მაგას ადამიანებში აღარ ვთვლი და ცოტა მეცოდება კიდეც ((((
—–
არავინ არ ვართ უცოდველი და უშეცდომო.
არც სხვისი განკითხვაა კარგი საქციელი, მაგრამ
სულ ერთი წუთით
რომ წარმოვიდგენ იმ მოკლე გზას, რომელიც სერგო თეთრაძემ გაიარა საკნიდან საწამებელ ოთახამდე
მერე იმ ოთახს რომ წარმოვიდგენ-პირზე დუჟმომდგარი ლაჩარი არაკაცებით
იმ ტკივილს რომ წარმოვიდგენ
ღირსების აყრის მცდელობას კაცისათვის
რომელსაც არაფერი დაუშავებია
და მერე
რომ წარმოვიდგენ-ამ რეჟიმის შემოქმედის თონთლო, გამაძღარ ფიზიონომიას, მისი მრევლის წუხილს იმაზედ რომ, თურმე “ლეიბი და ტელევიზორი არა აქვს საკანში”,
მაშინ როდესაც აქვს!!!
აი მანდ ვერაფრით ვერ მოვუხდი ბოდიშს
ყველა ცნობილს და არაცნობილს
ვისაც სადისტების და მკვლელების “კრიშა”-მიშა თავდადებული და პატრიოტი ჰგონია!
ღმერთი არ გაგიწყრეთ ეხლა და
აქ არ შემეწინააღმდეგოთ, რამეთუ
კაცების ღირსების ამყრელ ნაძირალას ვინც იცავთ, შეგიძლიათ უხმოდ გაუდგეთ თქვენს გზას.
—–
ამდენ ადამიანს რომ უყვარხარ
ამდენი სიყვარული და დაფასება რომ დაგყვება თან
ამდენი მსმენელი რომ გყავს
რა გემიშება შე კაი ადამიანო!
განა რა გზა დაგიგო ამისთანა
როცა
იმ გზაზე მისი მიზეზით ვერასოდეს ვეღარ გაივლის:
გია (კრიალაშვილი), სანდრო (გირგვლიანი), კობა (დავითაშვილი). ნიკუშა (კვინტრაძე), ბუტა (რობაქიძე), მამა-შვილი ვაზაგაშვილი, გიო (გამცემლიძე)….
და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი: ათი, ასი, ორასი ქართველი საჯიშე ბიჭი…
—-
ის ბიჭი მეცოდება, ლექსო ლაშქარავა, რომლის გასვენება ლაივში გადასცეს “ჟურნალისტებმა”, რომლის გადიდებული ფოტოც ძუძუებზე ქონდათ აკრული იმ ჟურნალისტებს, რომლებიც 7 ნოემბერს მიწაზე ახოხიალეს და რომლებსაც 5 ივლისის ღამე ახსოვთ და 26 მაისის ღამე “დაავიწყდათ”…
—–
აი ამათ გვერდით როგორ დგახართ ის ხელოვანი ხალხი, ვინც გვიყვარდით?
((((
#ბუბაკიკაბიძისსმაილი აქა.
მერაბ სეფაშვილისაც
და
მეგიზის კამერისაც ბარემ, “პრიკუპში”

ასევე იხილეთ