“ეს ქერა სექტანტები რას ითხოვენ, ვის სად კიდია”

ირმა კაპანაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის მხარდამჭერ ემიგრანტებს მიმართავს.

ახლა მე პირადად, არასოდეს არ ჩამითვლია საკუთარი თავი ემიგრანტად, მაგრამ გუშინ შემთხვევით წავაწყდი ამ მებოსლე ქალების გამოსვლას იტალიის ქალაქ ბარიდან….იქნებოდა ასე ოციოდე ქერათმიანი, წითელპამადიანი და მუქსათვალეებიანი “ბადანტეები”, ე.წ. “ხუთშაფათის” ქალები, და პანიკაში ჩავარდნილები გაყვიროდნენ, ემიგრანტები მოვითხოვთო და რას მოითხოვდნენ, ჩორტ ევო ზნაეტ!🤦‍♀️🤦‍♀️
პრინციპში ეს ქერა სექტანტები რას ითხოვენ, ვის სად კიდია, მაგრამ ელემენტარული გრამატიკაა: ემიგრანტები კი არა, ემიგრანტების გარკვეული ნაწილი უნდა თქვათ ნიჭიერებო! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო “წიგნი” რაც წაიკითხეთ, არის “თხა და გიგო”, მაინც უნდა დააწყოთ წინადადება….იმიტომ რომ ვიღაცამ მეც შეიძლება მომიაზროს ამ ე.წ. ემიგრანტებში, და სულ არ მინდა თქვენს გვერდით აღმოვჩნდე!
ვითომ ახლა აღმოაჩინეს რომ უჭირთ და მაინცდამაინც ეს 10 წელია შიმშილობენ და ამ მთავრობამ დამართა საშინელებები!(ამ მთავრობის კიდე ცალკე რააა)….
ერთი მაინც გამოხტეს და თქვას, იმ დროს რომელი მუშაობდა და რომელმა იყიდა ბინები, უსაქმურ ქმარ-შვილს შეუძინა ბოლო მოდელის მანქანები და ტელეფონები და მაინცდამაინც ახლა ჩავარდნენ გაჭირვებაში…..
მე ხო მაინც ვიცი უმეტესობა რა დროს, როგორ და რისთვისაა წამოსული….24 საათი ტელეფონებზე რო ლაპარაკობთ და სულ იცით, რა ხელფასი უნდა გქონდეთ, “საბუთი” როგორ უნდა გააკეთოთ, უდინეში უნდა წახვიდეთ თუ ნეაპოლში, და უკვე შეგულებულები რო გაქვთ მშენებარე კორპუსები, თქვენ ვინმე თქვენნაირი ტვინის ხო არ გგონიათ?
ცოტა დაიცხრეთ ფანტაზიები და მანიფესტაციებს რო მოაწყობთ, დაითვალეთ და რამდენიც ხართ, ის ციფრი დაასახელეთ! მოთხოვნებიც ასე გააჟღერეთ!
15 წლის წამოსულები რო ხართ და სახლში ვერავინ გაგდებთ, მშობლები გარდაგეცვალათ და გასვენებაში მაინც რო წასულიყავით, ისიც არ გინდათ, გვარამიას რო გულებს უწერთ, უბრალოდ სირცხვილია!
ნუ ახლა ევროპა თავისას შვრება…..აბა უბორნიებში რო გაზეთები გეკიდათ და ახლა ბიდეები იცით, რა ადვილი დასათმობია?

კიდევ ვამბობ: როდესაც აჯანყებას აწყობთ, დააკონკრეტეთ და თქვით: გარკვეული ნაწილი!
მე არავის არანაირ მოთხოვნას არ ვუყენებ!
ჩემს თავს მე ვუვლი!
იმიტომ რომ გავიგე და მივხვდი რომ არცერთი მთავრობა, უკვე 30 წელია, დაკიდების მეთოდით მუშაობს და დაკიდება წესით ორმხრივი უნდა იყოს!
ვისაც ძაან მოეწვება, აქ ნუ შემომიხტება!
არ მცალია და შეიძლება პასუხი ვერ გავცე!
მე ამ წითელპამადიანებისგანგანსხვავებით, ხუთშაფათსაც ვმუშაობ და შაფათსაც!”

ასევე იხილეთ