ვინ არის მამაკაცი, რომელთან ერთადაც კაილი ჯენერი კარანტინის დროს გამოჩნდა?

ბოლო რამდენიმე დღეა, კაილი ჯენერი აქტიურად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და თუ აქამდე თავად მოუწოდებდა ფანებს თვითიზოლაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ, ამჯერად თავად არღვევს მათ.

 

 

 

რამდენიმე საათის წინ, კაილი Nobu-ს ცნობილი რესტორნის დატოვებისას დააფიქსირეს და მისი ცდა, რომ პაპარაცებს დამალვოდა ამაო აღმოჩნდა, შესაბამისად, კამერებმა აღბეჭდა მისი გამოჩენა პირბადის გარეშე და რაღათქმაუნდა მამაკაციც, რომელთან ერთადაც ის ადგილზე იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც ირკვევა, ის ჰარი ჰადსონი გახლავთ, რომელიც კაილის მეგობარია, თუმცაღა ტრევის სკოტის გარეშე გართობის რამდენიმედღიანი ციკლის შემდეგ, ფანები წყვილს შორის არსებულ შესაძლო უთანხმოებაზე ალაპარაკდნენ.

 

 

ასევე იხილეთ